12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 109 წელი აღინიშნება

12 სექტემბერს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 109 წელი აღინიშნება. დღე, როდესაც ვერ მოკლეს ილია, დღე, რომელმაც დიდი ილიას სული სამშობლოს თანამდევ სულად აქცია.
2016 წლის 12 სექტემბერი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში:

12:00 საათზე გაიმართება ქართველი ხელოვანების საავტორო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, გამოიფინება ქართული რეწვის ნიმუშები, თექაზე შესრულებული ნამუშევრები. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდი Inca Handmade.

15:00 საათზე გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ჩვენება “ვინ მოკლა ილია”.
ასევე გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ შექმნილი წიგნის პრეზენტაცია ” არქივის კვალდაკვალ – მცხეთა-მთიანეთი”.

17:00 საათზე ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელწიფო მუზეუმის სცენაზე შეიკრიბებიან მწერლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ილიას ღვაწლს და მის დამსახურებას ერის წინაშე.

12 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში მუზეუმის ტერიტორიაზე შესვლა  დამთვალიერებელთათვის უფასო იქნება.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

September 8, 2016