ილიასეული ადგილები

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი გიწვევთ ძალზედ საინტერესო გამოფენის სანახავად.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი გიწვევთ ძალზედ საინტერესო გამოფენის სანახავად. „ილიასეული ადგილები” – ასე ჰქვია ფოტო გამოფენას, რომელიც საგურამოს მუზეუმში დამთვალიერებელს ელის.
დამთვალიერებელი გამოფენაზე იხილავს ბაბუა ალუდაურის მიერ გადაღებულ ფოტოებს. ფოტო გამოფენის თემატიკა ილია ჭავჭავაძის სახელთან დაკავშირებულ ან მის მიერ მოხსენიებულ სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილების აღბეჭდვას მოიცავს. პროექტის პირველი ნაწილი „ილიასეული ადგილები – საქართველო“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია გადაღებული.
გამოფენა მუდმივმოქმედია და დამთვალიერებელს მისი ნახვა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ყოველდღე შეუძლია.

გააზიარე

Comments are closed.