დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეული ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში

დაუნის სინდრომის საერთაშორისო კვირეული ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში

„ჩემი მეგობრები – ჩემი გარემოცვა!“ – ამ ლოზუნგით გაერთიანებული საზოგადოება შეიკრიბა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების აღსანიშნავად, რომელსაც ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი წელს პირველად შეუერთდა.

უთვალავი ჭრელი წინდა, მზე, ფერადი გარემო, ლოზუნგი, რომელიც წელსაც აქტუალურია –  „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ და თანადგომის გამომხატველი, ინფორმაციით სავსე პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ახალგაზრდა მეგობრებმა წარადგინეს. შეხვედრას ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლისა და სოფელ გალავნის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„მე გიწვდი ხელს, რადგან ჩვენ თანასწორნი ვართ, მე გიწვდი ხელს, რადგან მე მჯერა ამ თანასწორობის“ – ამ სიტყვებით დაასრულეს ბავშვებმა პრეზენტაცია, რომელიც მუზეუმის ყოველწლიურ ღონისძიებათა ნუსხაში შევა და მომავალში გაცილებით მასშტაბურ სახეს მიიღებს.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *