ილია – 180

ილია – 180

8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 180 წელი აღინიშნა. საგურამოში ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება, მაგრამ წლევანდელი წელი განსაკუთრებული იყო მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და ხალხმრავლობით. 180 წლის წინ ქვეყნიერებას მოევლინა ქართველი ერის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწე. პიროვნება, რომელმაც გარდაქმნა და ახალ ღირებულებებს აზიარა ქართველი ერი; ადამიანი, რომლის ღვაწლისა და დამსახურების გახსენებაც ეროვნული თვითშეგნების უპირველესი ნიშანია.

ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ემსახურებოდა თავის ქვეყანას და იგი დღესაც აგრძელებს ამ მსახურებას, ამიტომაც რაც დრო გადის ილია ჭავჭავაძე უფრო და უფრო თანამედროვე ხდება ჩვენთვის.  მისი დაბადების დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ შეხსენებაა ყველასათვის, რომ ჩვენი ორიენტირი ქვეყნის მსახურებაა და ამიტომაც „კიდევაც უნდა მივსდიოთ მას…“.

გაიმართა პრემია „საგურამოს“ რიგით მე-15 დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელსაც საფუძველი 2003 წელს „ილიას ფონდისა“ და შპს. „ლილო მოლის“ მიერ ჩაეყარა. 2017 წლის ლაურეატები გახდნენ:

  • პროზა – ვანო ჩხიკვაძე;
  • პოეზია – ბათუ დანელია, ნატა ვარადა;
  • კრიტიკა – ნონა კუპრეიშვილი;
  • თარგმანი – მერი ტიტვინიძე;
  • ხელოვნება – მერაბ ფირანიშვილი;
  • ჰუმანიტარული მეცნიერება – ზურაბ ხასაია;

ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ ქართული კულტურისა დასულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის გადაეცა რევაზ გაბრიაძეს;

საიუბილეო წელი იმითაც იყო გამორჩეული, რომ დამფუძნებლების მიერ „ილიას ფონდი“ და შპს. „ლილო მოლი“ მომზადდა ენციკლოპედიური ხასიათის ცნობარი „პრემია საგურამოს ლაურეატები“, რომელიც შესულია 15 წლის განმავლობაში ამ პრემიით დაჯილდოვებული ადამიანების ბიოგრაფიები და ავტობიოგრაფიები. ასევე მოეწყო ილია ფერაძის ხელმძღვანელობით მომზადებული ფოტო გამოფენა „ილიას სახლს სტუმრობდნენ…“.

ტრადიციული ღონისძიებების პარალელურად, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის პატრონაჟით მიმდინარეობდა ღონისძიებები. საგურამოს სახლში ვერ ნახავდით ადგილს, სადაც ჟრიამულს და სიხარულს არ დაედო ბინა. დილიდან გაიმართა ინტელექტუალური მარათონი სკოლებს შორის, ბავშვებმა ილიაზე იმსჯელეს, მის ნაღვაწს კიდევ ერთხელ ეზიარნენ. ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ახალგაზრდები მიმოდიოდნენ ილიას ეზოში, საღამო დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას ქართველი შემსრულებლები ეკა მამალაძე, მიშა მდინარაძე, ანსამბლ „რუსთავისა“ და თბილისის ოპერის სოლისტები იღებდნენ მონაწილეობას.

 

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

November 9, 2017