#მოდი ღამე მუზეუმში

უკვე მეორე წელია ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი უერთდება მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს და აღნიშნავს აქციას – “ღამე მუზეუმში”. 2017 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, აქცია – “ღამე მუზეუმში” 27 მაისს ჩატარდება.. აქციის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.

დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე იქნება ღია – ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

27 მაისს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი რამოდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოგიდგენთ:

19:00 – სკოლა “სადუნი” წარმოგიდგენთ პოეტის, მწერლისა და ლიტერატორის, ილიას მედალოსნის (2007 წელი) თამაზ ჩხენკელის შემოქმედებით საღამოს;

19:00-01:00 – გაიმართება გამოფენა თემაზე “მუზეუმი ამბობს უთქმელს” – ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული დღემდე გამოუქვეყნებელი ნივთები, რომლებიც ილიასა და ოლღას ყოფას, ყოველდღიურობასა და ცხოვრებას ასახავს.

21:00 – ანსამბლი “მცხეთა” ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერებით დაასრულებს საღამოს.

აქციას „ღამე მუზეუმში“ – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 2016 წლის 21 მაისს, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებელს ღამის 1 საათამდე მასპინძლობდა.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *