ვერ მოკლეს

ვერ მოკლეს

110 წლის წინ, 30 აგვისტოს (ძვ.სტილით), ტრაგიკულად დასრულდა ილია ჭავჭავაძის მიწიერი ცხოვრება და აქ, წიწამურთან, 110 წლის წინ დაიწყო ილია ჭავჭავაძის მარადიული სიცოცხლე. ჩვენ ვიხსენებთ და აღვნიშნავთ ამ დღეს. გვინდა, აწმყოსაც და მომავალსაც ვაჩვენოთ და ვუთხრათ, რომ ილია ჭავჭავაძე არა მარტო შემქმნელია XIX საუკუნისა, არამედ ის არის მესაძირკვლე თანამედროვე საქართველოსი. 110 წლის წინ შეეცადნენ მოეკლათ ილია არა მარტო ფიზიკურად, არამედ ის იდეაც რომელსაც ილია ჭავჭავაძე ქმნიდა და ატარებდა. ეს არის რწმენა სამშობლოს უკვდავებისა.
დიახ, 110 წლის წინ წიწამურთან ვერ მოკლეს ილია ჭავჭავაძე.
გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

September 13, 2017