წელს უკვე მეორედ აღინიშნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში. მუზეუმს ქალაქ მცხეთაში მდებარე “დღის ცენტრის” აღსაზრდელები ესტუმრნენ და ჭრელი წინდებით ჩვენთან ერთად აღნიშნეს, რომ მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს.