საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა

საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნა

8 ნოემბერს, საგურამოში, ილიას დაბადებიდან 179 წელი აღინიშნა. 179 წლის წინ, საქართველოს ულამაზესი კუთხის ერთ პატარა სოფელში, ყვარელში, გრიგოლ ჭავჭავაძეს ვაჟი შეეძინა. ტყვიების ზუზუნში, საგვარეულო კოშკის მეორე სართულზე შვა მარიამ ბებურიშვილმა საქართველოს უგვირგივინო მეფე.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ყოველ წელს განსაკუთრებულად აღინიშნა ეს დღე. ტრადიციულად, გაიმართა პრემია „საგურამოს“ დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც 2003 წელს დაარსდა „ილიას ფონდისა“ და შპს „ლილო მოლის“ თაოსნობით. პრემიებთან ერთად გაიცემა ილიას მედალი „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის. ნომინაციებში გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:

  • პოეზია – ჯარჯი ფხოველი;
  • პროზა – არჩილ ქიქოძე;
  • კრიტიკა – მაია ჯალიაშვილი;
  • თარგმანი – ლერი ალიმონაკი;
  • ჰუმანიტარული მეცნიერება – ომარ გოგიაშვილი;
  • საბავშვო მწერლობა – თეა ლომაძე;
  • ხელოვნება – თეიმურაზ მურვანიძე.

ილიას მედალი გადაეცა მწერალ გურამ გეგეშიძეს.

„ჯილდო, რომელიც ილიას სახელს ატარებს, სანუკვარია ყოველი ქართველისათვის. მე პირადად ჯილდოებითა და პრემიებით განებივრებული კაცი არა ვარ და არც არასდროს მივისწრაფოდი აქეთკენ, მაგრამ ილია ისეთი მაღალი ნიშანსვეტია, ისეთი დიდი გამოვლენაა ქართული სულისა, ისეთი ზნეობრივი მაგალითია, რომ დიდად საამაყოა მისი  ნიშნის ტარება და ამჟამად მე განვიცდი ამ სიამაყეს“, – გურამ გეგეშიძე

 

 

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

November 10, 2016