18 მაისი – გამოფენა

მუზეუმების საერთაშორისო დღე

მუზეუმების საერთაშორისო დღე

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში მთელი კვირის მანძილზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმშიც. სპეციალურად ამ დღეს მუზეუმის სივრცე მცხეთის რაიონის სკოლის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენას დაეთმო. რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თექისა და გობელენის ნამუშევრები, ნაქარგები და ნახატები, შეკერილი ჩანთები… გამოფენას ფონდ „სოციალური პარტნიორობას“ აღსაზრდელები ესტუმრნენ. დამთვალიერებელს მთელი დღის მანძილზე შეეძლო გამოფენის ნახვა.
18 მაისი საქართველოს ყველა მუზეუმში ღია კარის დღე გამოცხადდა, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა მთელი დღის მანძილზე უფასო იყო.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *