პრემია

ყოვეწლიური ლიტერატურული პრემია „საგურამო“ დაარსდა 2003 წლის 8 ნოემბერს „ილიას ფონდისა” და შპს „კალასის“ თაოსნობით.

პრემია გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:

1. პოეზია;
2. პროზა;
3. თარგმანი;
4. კრიტიკა;
5. ხელოვნება;
6. საბავშვო ლიტერატურა;
7. ჰუმანიტარული მეცნიერებები;

პრემიებთან ერთად გაიცემა ილიას მედალიმარად და ყველან საქარველოვ მე ვარ შენთანა“ ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის.

პრემია „საგურამო“ არ არის მხოლოდ ლიტერატურული პრემია, ის მოიცავს ქართული მწერლობისა და კულტურის ფართო სპექტრს. ის ენიჭება ლაურიატს მხოლოდ სიცოცხლეში და მხოლოდ ერთხელ. პრემია არ გაიცემა ერთი ნაწარმოების ან ერთი წიგნისათვის, პრემია ენიჭება შემოქმედს მთელი მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობისათვის. საკონკურსოდ წარმოდგენილი უნდა იყოს კონკურსანტის მთელი შემოქმედება სრულად.

წარმომდგენი შეიძლება იყოს ერთი, მაგრამ ცნობილი რეკომენდატორი, ჯგუფი ან ორგანიზაცია. გამარჯვებულ ნომინანტს გამარჯვება ეცნობება დაჯოლდოვების ცერემონიამდე 10 დღით ადრე, რათა მან შეძლოს საპრემიო სიტყვის მომზადება. პრემიის მინიჭების საკითხს განიხილავს კომპეტენტური ჟიური, რომელსაც ნიშნავს პრემიის დამფუძნებელი ორგანიზაციები „ილიას ფონდი“ და შპს „კალასი“.

გააზიარე

Comments are closed.