ჩვენ შესახებ

e18398e1839ae18398e18390e183a1-e183a1e18390e183aee1839ae18398-e183a1e18390e18392e183a3e183a0e18390e1839be1839de183a8e18398მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი 1951 წელს დაარსდა პოეტისა და მეცნიერის გიორგი ლეონიძის ინიციატივით. სახლი, რომელშიც მუზეუმია განთავსებული 1895 წელს აშენდა ილია ჭავჭავაძის მიერ მისი მეუღლის ოლღა გურამიშვილის მზითევში მიღებულ მამულში.

ილიას მკვლელობის შემდეგ ოლღა გურამიშვილმა საგურამოს სახლი წერა-კითხვის გამარცელებელ საზოგადოებას გადასცა. აქ ჯერ დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა, შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან აქ მწერალთა და ხელოვანთა დასასვენებელი სახლი იყო გახსნილი. 1949 წელს მაშინდელმა მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნის შესახებ. ეს საქმე უშუალოდ გიორგი ლეონიძემ ითავა, ორი წლის დაუღალავი შრომის შედეგად მოიძია თითქმის ყველა ის დაკარგული და აქეთ-იქით გაბნეული ნივთები, რომლებიც დღეს სახლ-მუზეუმს ამშვენებს.

დღეს სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს მწერლის საცხოვრებელ სახლს დამხმარე ნაგებობებით და ჭავჭავაძისეულ მამულს ბაღ-ვენახებით. მუზეუმის სტაციონარულ ნაწილში წარმოდგენილია მწერლის მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელთა ფოტოპორტრეტები და ეპოქის ყოფის ამსახველ ფოტომასალები, მწერლის ხელნაწერები, მისივე გამოცემული პერიოდიკის ნიმუშები („ივერია“, „საქართველოს მოამბე“…). მე-19 საუკუნის ქართული და უცხოეთის სახვითი ხელოვნების ნიმუშები: ფრანგი მხატვრის გარნიეს „ჟაკ დე მოლის მიღება ტამპლიერების ორდენში“, ვერნეს „მაზეპა მგლების ხროვაში“, უცნობი ფრანგი მხატვრის ფერწერული ტილო „შიში“, ლადო გუდიაშვილის, გიგო გაბაშვილის, უჩა ჯაფარიძის, იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრები, დეკორატიული და საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, ავეჯი და სხვა.

2007 წლიდან მუზეუმს მიენიჭა საჯარო სამართის იურიდული პირის სტატუსი.

ყოველწლიურად ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს ათასობით დამთვალიერებელი სტუმრობს. მუზეუმში მიდინარეობს სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები. იმართება პოეზიის საღამოები, გაიცემა ყოველწლიური პრემია „საგურამო“, გამოიცა ილიას ოცტომეული.

ილიას ძეგლი წიწამურთან

10863873_911705498862573_8882532206804773160_o1

ობელისკი

wiwamuei

 

 

გააზიარე

Comments are closed.