განათლება

ბავშვი და მუზეუმი

ახალგაზრდა გიდების პროგრამა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში.

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს „ბავშვები მუზეუმში“. პროგრამა ითვალისწინებს მცხეთის რაონის სკოლის მოსწავლეებისთვის გიდის პროფესიის თავისებურებების შესწავლას. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ შესაბამისი ცოდნის მიღების შემდეგ თავად გასწიონ მუზეუმის სტუმრებისთვის გიდობა, მოიწვიონ მუზეუმში რაიონის სკოლები და მათივე ასაკის ბავშვებს ჩაუტარონ საექსკურსიო ტურები.
მიმდინარე პროგრამის მიზანია გავწიოთ სამუზეუმო ცხოვრების პროპაგანდა და ხელი შევუწყოთ გიდის პროფესიის პოპულარიზაციას. გავზარდოთ მუზეუმის როლი საზოგადოების ცხოვრებაში, გავზარდოთ მოზარდების ჩართულობა და როლი მუზეუმის ყოველდღიურ საქმიანობაში. ვაქციოთ მუზეუმი თანამედროვეობის ყველაზე ხელმისაწვდომ და ადაპტირებულ გარემოდ.
ამ მიზნით ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმს საგურამოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ, შეხვდნენ მუზეუმის დირექტორს ანდრია ბედუკაძეს და გაეცნენ პროგრამის შინაარსს. მოზარდები, გამოცდილი და მცოდნე გიდების დახმარებით, გაეცნობიან მუზეუმის ცხოვრებას, შეისწავლიან ექსპონატების ისტორიას, სამუზეუმო ყოფის ღირსშესანიშნაობებს… შემდგომში, შესწავლილ მასალას თავად გააცნობენ მუზეუმში მოსულ სტუმარს.

გააზიარე

Comments are closed.