ვიზიტის წესები

• 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდნენ მშობლები ან ზრდასრული, პასუხისმგებელი პირები;
• აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებლები არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების საქციელზე;
• დაუშვებელია მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, წვრილქუსლიანი ფეხსაცმლით შესვლა, ექსპონატებისათვის ხელის შევლება;
• დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მათ საქციელზე;
• მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებარვის გარეშე დაუშვებელია სამუზეუმო ექსპონატების კოპირება;
• დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და საჭიროების შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს;
• მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება;
• დამთვალიერებლები, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით სალაროში უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი.

გააზიარე

Comments are closed.