ღონისძიებები

შეხვედრების სერია პრემია „საგურამო“-ს ლაურეატებთან

2015 წელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან წამოწყებას დაედო სათავე ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში. დაიწყო შეხვედრების სერია პრემიისა „საგურამო“ ლაურეატებთან. 5 დეკემბერს აუდიტორიის წინაშე წარსდგა მსახიობი მურმან ჯინორია მონო სპექტაკლით „ქარი მწყურია მე პირდაპირი“, რომელსაც 2011 წელს გადაეცა პრემია „საგურამო“ ხელოვნების დარგში. 24 დეკემბერს დამსწრე საზოგადოება მანანა ჩიტიშვილის შემოქმედებას გაეცნო, პრემია მიენიჭა 2010 წელს პოეზიის დარგში.
შეხვედრებს მიზანია ფართო საზოგადოებას წარვუდგინოთ პრემიის ლაურეატების შემოქმედება, ახალგაზრდებს მივცეთ საშუალება გაეცნონ და გაიცნონ მათი შემოქმედება, დასვან კითხვები, გამართონ დისკუსია და იმსჯელონ მნიშვნელოვან საკითხებზე. ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი აგრძლებს შეხვედრების სერიას და მომავალში უამრავ საინტერესო საღამოს შემოგთავაზებთ.

12 სექტემბერი
დღე, როდესაც მოკლეს ილია. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს, საგურამოს სახლ-მუზეუმში შეკრებილი საზოგადოება პატივს მიაგებს ილია ჭავჭავაძის ხსოვნას. (ეს არასრულია, ასე ჩასვი და ხვალ ჩავასწოროთ).

8 ნოემბერი
8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნება. ტრადიციულად, ამ დღეს საგურამოს მამულში შეკრებილი საზოგადოება პრემია „საგურამოს“ გადაცემის ცერემონიალის მომსწრე ხდება. პრემიასთან ერთად გაიცემა ილიას მედალი „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის. პრემია 2003 წელს დაარსდა და დღემდე იგი მიენიჭათ ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორიც არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ანა კალანდაძე, ბესიკ ხარანაული, ანზორ ერქომაიშვილი, მერაბ ბერძენიშვილი, ოტია იოსელიანი და სხვა.

2 აგვისტო
2 აგვისტო (ძველი სტილით 20 ივლისი) – დღე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ყოველთვის აღნიშნავდა. საგურამოს მამულში დიდი ზეიმი იმართებოდა, უამრავი ადამიანი მოდიოდა ილიასთან, რათა ანგელოზის დღე მიელოცათ მისთვის, ეს ხომ მისი ანგელოზის ელია წინასწარმეტყველების ხსენების დღე იყო.

2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში 2 აგვისტოს დღესასწაულის აღნიშვნა აღდგა განახლებული ფორმატით. ყოველი წლის 2 აგვისტოს ილიას სახლ-მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს და ერთი დღით ისინი ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და მისი სახლი სრულიად საქართველოს სახლია.

2014 წელს ილიას ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმის მასპინძლები აჭარის რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ, ფოლკლორით, პოეზიითა და კულტურული თვალსაჩინოებებით წარდგნენ ისინი საზოგადოების წინაშე. 2015 წელს დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონმა უმასპინძლა. 2 აგვისტოს განახლებული ფორმატი ტადიციულად ყოველ წელს აღინიშნება და ამ დღისთვის ილიას სახლ-მუზეუმი უამრავ სიახლეს შემოგთავაზებთ.

გააზიარე

Comments are closed.