ვახუშტი კოტეტიშვილი

მ ა ლ ე

18 ივნისს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი პოეტის, მთარგმნელის, ლიტერატურათმცოდნისა და კრიტიკოსის, ფოლკლორისტის, ირანისტისა და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ვახუშტი კოტეტიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს უმასპინძლებს.

ვახუშტი კოტეტიშვილს თარგმნილი აქვს აღმოსავლური, დასავლური და  რუსული პოეზიის ბრწყინვალე წარმომადგენლების ომარ ხაიამის, აბდ–ორ–რაჰმან ჯამის, ჯელალ ედ–დინ რუმის, აბუ საიდის, ნიზამი განჯელის, რაინერ მარია რილკეს, ანა ახმადოვას, მარინა ცვეტაევას, იოსიფ ბროდსკისა და სხვათა პოეზიის ნიმუშები.

საღამოში მონაწილეობას მიიღებენ: ნაირა გელაშვილი, ეთერ თათარაიძე, დავით მაღრაძე, გიორგი ლობჟანიძე… ქართველი მსახიობები წაიკითხავენ  ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანებს, ორიგინალურ ლექსებს…  ასევე მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი „უნივერსიტეტი“.

ვახუშტი კოტეტიშვილი 2005 წელს გახდა პრემია „საგურამოს“ ლაურეატი, 2007 წელს ირანის სამთავრობო კომისიამ იგი ირანულიდან ექვს საუკეთესო მთარგმნელთა შორის დაასახელა.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *