„საუბრები ილიაზე“

2017 წელს სასიამოვნო სიახლით ხვდება ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი. გადაცემა, რომელიც თაობებს დარჩება, როგორც ოქროს ფონდი, როგორც უდიდესი მონაპოვარი მომავალი თაობებისთვის. „საუბრები ილიაზე“ – ასე ჰქვია სატელევიზიო პროექტს რომელიც ტელეკომპანია “FOOD TV GEO”-სა და ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

გადაცემის შექმნის მიზანი ილიას შემოქმედებისა და იდეების პოპულარიზაციაა. გვსურს საზოგადოებას სრულიად ახალი ხედვით წარვუდგინოთ ყველა დროის უმნიშვნელოვანესი მოღვაწე.

„საუბრები ილიაზე“  ეთერში ყოველ კვირას ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმიდან გავა და მასში მონაწილეობას საზოგადო მოღვაწეები, მწერლები და ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც იცნობენ და ეცნობიან ილიას შემოქმედებას. გადაცემის წამყვანი და იდეის ავტორი ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე გახლავთ. ვულოცავთ შემოქმედებით ჯგუფს ამ წარმატებას და მადლობას ვუხდით ტელეკომპანია “FOOD TV GEO”-ს გაწეული დახმარებისათვის.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

January 4, 2017