ფესტივალმა “ზეკართან” აჭარის რეგიონში მიგვიყვანა.

ფესტივალმა “ზეკართან” აჭარის რეგიონში მიგვიყვანა. შუახევში 10 მარტს ჩავედით. ეთერ თათარაიძე, თემურ ჩალაბაშვილი, ამირან არაბული, გელა დაიაური, გიზო თავაძე, ლაშა გვასალია, გენრი დოლიძე, როინ აბუსელიძე, გაგა გომართელი და ჩვენ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის წარმომადგენლები. ფესტივალი, რომელიც შუახევში უკვე მეხუთე წელია ტარდება სამი დღით, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსულ მგოსანს, ლიტერატორსა თუ უბრალოდ ლექსის მოყვარულს აერთიანებს. ამ სამი დღის განმავლობაში მოვიარეთ აჭარის მთიანი სოფლები, შევხვდით ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ვეწვიეთ სელიმ ხიმშიაშვილისა და ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმებს. ფესტივალის ბოლო დღეს შუახევის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორ ანდრო ბედუკაძესთან თემით “საუბრები ილიაზე”. შეხვედრას, რომელსაც მოსწავლეები, პედაგოგები და რიგითი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ გავაცანით ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ის საკვანძო მომენტები, რომლებმაც სრულიად გარდაქმნა ქართული სახელმწიფოებრიობის არსი და ქართველი ერის მომავალი.

მადლობას ვუხდით ფესტივალის ორგანიზატორს ვახტანგ ბერიძეს მოწვევისა და გულისხმიერებისთვის.
გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *