შეხვედრა ტარიელ ხარხელაურთან

ტარიელ ხარხელაურის პოეზია, მისი მთით გაჟღენთილი სული და თავისუფლების ულევი ყიჟინა.

ტარიელ ხარხელაურის პოეზია, მისი მთით გაჟღენთილი სული და თავისუფლების ულევი ყიჟინა. 16 მაისს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში შეკრებილი საზოგადოება პოეტ ტარიელ ხარხელაურის შემოქმედებისა და მოღვაწეობის თანაზიარი გახდა.

„მიწისა და ლექსის კაცი“ – ასე უწოდებენ მას თანამედროვენი.  მუზეუმში შეკრებილი საზოგადოება 2 საათის მანძილზე ისმენდა და აანალიზებდა პოეტის ნაამბობს, მის ხედვას, დამოკიდებულებას პოეზიისა და ყოფიერების მიმართ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებს აქტიურად ესწრებიან მცხეთის რაიონული სკოლების მოსწავლეები. შეხვედრების სერია პრემია“საგურამოს“ ლაურეატებთან მოზარდებს საშუალებას აძლევს შეხვდნენ საყვარელ პოეტებს, მსახიობებს, მთარგმნელებსა თუ მწერლებს, დაუსვან კითხვები, მოისმინონ მათი ნააზრევი და ნაფიქრალი.

ტარიელ ხარხელაურს 2010 წელს გადაეცა პრემია „საგურამო“ პოეზიის დარგში.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *