2 აგვისტო – „ილიაობა“ საგურამოში

2 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში „ილიაობის“ დღესასწაული აღინიშნება. დღესასწაული, რომელსაც ილია ყოველთვის აღნიშნავდა სიცოცხლეში მივიწყებული იყო და 2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელწიფო მუზეუმის დირექტორის ანდრო ბედუკაძის თაოსნიბით ამ დღის აღნიშვნა აღდგა განახლებული ფორმატით. 2 აგვისტოს ილიას მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს და ერთი დღით ისინი ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და მისი სახლი სრულიად საქართველოს სახლია.

ტრადიციულად აღინიშნა 2 აგვისტოს დღესასწაული წელსაც. ამ დღეს მუზეუმში შეკრებილ საზოგადოებას აფხაზეთის რეგიონის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. საღამოზე მონაწილეობას იღებდნენ აფხაზი ეროვნების სტუმრები, მწერლები, პოეტები, აფხაზეთი ა/რ მთავრობის წარმომადგენლები. „ილიაობის“ დღესასწაულის აღსანიშნავად ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუს ესტუმრნენ ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბრერნატორი გოჩა ზეიკიძე. 2 აგვისტოს, დავით ნარმანიას მიერ გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილია ჭავჭავაძის თბილისის მემორიალურ მუზეუმსა და თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში მდებარე ილია ჭავჭავაძის საფლავს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება.

გააზიარე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

August 3, 2016