გიორგი ლობჟანიძის შემოქმედებითი საღამო

გიორგი ლობჟანიძის შემოქმედებითი საღამო

^C79669F1EEA24D4C2E4B262836AE43ADDA4183A974880506E2^pimgpsh_fullsize_distr

გიორგი ლობჟანიძის შემოქმედებითი საღამო
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი აგრძელებს შეხვედრების სერიას „საგურამო“ პრემიის ლაურეატებთან და 20 მარტს, მთარგმნელისა და პოეტის, გიორგი ლობჟანიძის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლებს.
გიორგი ლობჟანიძის სახელს უკავშირდება უნიკალური თარგმანების შექმნა. მან ქართულად თარგმნა შუა საუკუნეების არაბული და სპარსული ლიტერატურის არა ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის ჯალალ ედ-დინ რუმის, იბნ-ალ მუკაფფას, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, საადი შირაზელისა და სხვათა ნაწარმოებები. 2013 წელს თარგმნა ყურანი, რის გამოც გიორგი ლობჟანიძეს მიენიჭა ირანის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია. 2014 წელს მიიღო პრემია“საგურამო“ თარგმანში შეტანილი წვლილისათვის. გამოცემული აქვს ლექსების სამი კრებული: „ობლის კვერი“, „დუღილის ტემპერატურა“, „ბაბუაწვერების თაიგული“.

გააზიარე

Comments are closed.