პროექტის პრეზენტაცია „მუზეუმი სკოლაში“.

პროექტის პრეზენტაცია „მუზეუმი სკოლაში“.

პროექტის პრეზენტაცია „მუზეუმი სკოლაში“.

„მუზეუმი სკოლაში“ – კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის ორგანიზებითა და მცხეთის რაიონული რესურს ცენტრის მხარდაჭერით დაიწყო.  პროექტი მცხეთის რაიონის სკოლებში მოსწავლეებთან ინტენსიურ შეხვედრებსა და მათთან საუბრებს მოიცავს. პროექტის პრეზენტაცია ქალაქ მცხეთის ნომერ პირველ საჯარო სკოლაში შედგა. მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი წარუდგა და პროექტით გათვალისწინებულ გეგმებზე ესაუბრა.

„მუზეუმი სკოლაში“ მნიშვნელოვანი წამოწყებაა იმით, რომ მუზეუმი შედის სკოლაში, მოსწავლეს აცნობს და აწვდის სამუზეუმო ცხოვრების ყოველდღიურ თავისებურებებს, ეხმარება გაიაზროს და გაითავისოს მუზეუმის მნიშვნელობა თანამედროვე ყოფაში და თითოეული მოზარდის როლი მუზეუმის ცხოვრებაში. პროექტი ასევე ითვალისწინებს ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების პოპულარიზაციას, მის წარდგენას, ახლებურ გაგებას ახალგაზრდა თაობისათვის, მუზეუმში ინტენსიურ სტუმრობას და სხვადასხვა კულტურული სახის აქტივობების ორგანიზებას.

მომავალში ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი პროექტით გათვალისწინებულ უამრავ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ.

გააზიარე

Comments are closed.