8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე აღინიშნება. ტრადიციულად, ამ დღეს საგურამოს მამულში შეკრებილი საზოგადოება პრემია „საგურამოს“ გადაცემის ცერემონიალის მომსწრე ხდება. პრემიასთან ერთად გაიცემა ილიას მედალი „მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის. პრემია 2003 წელს დაარსდა და დღემდე იგი მიენიჭათ ისეთ ცნობილ პიროვნებებს, როგორიც არიან: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ანა კალანდაძე, ბესიკ ხარანაული, ანზორ ერქომაიშვილი, მერაბ ბერძენიშვილი, ოტია იოსელიანი და სხვა.