2 აგვისტო

2 აგვისტო (ძველი სტილით 20 ივლისი) – დღე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ყოველთვის აღნიშნავდა.

2 აგვისტო (ძველი სტილით 20 ივლისი) – დღე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ყოველთვის აღნიშნავდა. საგურამოს მამულში დიდი ზეიმი იმართებოდა, უამრავი ადამიანი მოდიოდა ილიასთან, რათა ანგელოზის დღე მიელოცათ მისთვის, ეს ხომ მისი ანგელოზის ელია წინასწარმეტყველების ხსენების დღე იყო.

2014 წელს ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში 2 აგვისტოს დღესასწაულის აღნიშვნა აღდგა განახლებული ფორმატით. ყოველი წლის 2 აგვისტოს ილიას სახლ-მუზეუმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს და ერთი დღით ისინი ხდებიან საგურამოს სახლის მასპინძლები ნიშნად იმისა, რომ ილია ჭავჭავაძე არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო და მისი სახლი სრულიად საქართველოს სახლია.

2014 წელს ილიას ჭავჭავაძის საგურამოს სახლ-მუზეუმის მასპინძლები აჭარის რეგიონიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ, ფოლკლორით, პოეზიითა და კულტურული თვალსაჩინოებებით წარდგნენ ისინი საზოგადოების წინაშე. 2015 წელს დამსწრე საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონმა უმასპინძლა. 2 აგვისტოს განახლებული ფორმატი ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება და ამ დღისთვის ილიას სახლ-მუზეუმი უამრავ სიახლეს შემოგთავაზებთ.

გააზიარე

Comments are closed.

Image Credit View Project

Client: Great City, Inc.

June 10, 2014