20 მარტს, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმმა პრემია „საგურამოს“ კიდევ ერთ ლაურეატს, გიორგი ლობჟანიძეს უმასპინძლა. მთარგმნელი, პოეტი, ყურანისა და აღმოსავლური ლიტერატურის არა ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის ჯალალ ედ-დინ რუმის, იბნ-ალ მუკაფფას, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, საადი შირაზელისა და სხვათა ნაწარმოებების მთარგმნელი, ირანის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის მფლობელი, ლექსების სამი კრებულის ავტორი და უბრალოდ შესანიშნავ ადამიანი.